#სახლისკენ - უნიკალური ფოტოები კავკასიის მრავალფეროვნებაზე, რომელიც წარსულს ჩაბარდა
#სახლისკენ - უნიკალური ფოტოები კავკასიის მრავალფეროვნებაზე, რომელიც წარსულს ჩაბარდა

ქართული ლიტერატურის მუზეუმი გოეთეს ინსტიტუტთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად წარმოგიდგენენ გერმანელი ენათმეცნიერისა და ეთნოლოგის ადოლფ დირრის (1867 – 1930) მიერ კავკასიაში 1902-1913წწ-ში გადაღებული ფოტონამუშევრების გამოფენას, რომელიც 25 მაისს გაიხსნება; უნიკალური ფოტოების კოლექცია დაცულია მიუნხენის ეთნოგრაფიული მუზეუმში, რომელსაც ამჟამად ხუთი კონტინენტის მუზეუმი ეწოდება და რომლის კონსერვატორიც დირრი 1913 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო. მეცნიერის მიერ კავკასიაში ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები ამ გამოფენითა და კატალოგით პირველად იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

სატელეფონო ჩართვა – ლაშა ბაქრაძე, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: