1921 წლის 25 თებერვალს მე-11 არმიამ თბილისი აიღო, მარტის მეორე ნახევარში კი ქვეყანა სრულად დაიპყრო და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.
ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა.
რა ინფორმაციას ფლობდა მთავრობა წითელი არმიის შემოჭრის თაობაზე და იყო თუ არა მზად საქართველო ომისთვის?
სტუმარი: დიმიტრი სილაქაძე – ისტორიკოსი,საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: