თბილისის ქალთა გუნდი შეიქმნა 2013 წელს „თბილისის გოგონათა გუნდის“ სახელწოდებით. გუნდი აქტიურად მონაწილეობს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის გამართულ კულტურულ ღონისძიებებში, საქველმოქმედო საღამოებსა და ექსპერიმენტულ პროექტებში. ასევე არის საგუნდო მუსიკის ფესტივალებისა და კონკურსების წარმატებული მონაწილე. გადაცემის სტუმრები – თბილისის ქალთა გუნდის წევრები შორენა მეტრეველი, ნინა კასრელიშვილი და მარიამ ბერძენიშვილი ახლახანს ჩატარებული საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობენ.