საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2022წლის 21 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, თბილისის მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იმართება. კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი, რომელთა შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი ადგილის მფლობელს სოლიდურ ჯილდოს გადასცემს.ფესტივალის ისტორიაზე, საკონკურსო პროგრამაზე, მონაწილეებსა და ნომინაციებზე საუბრობს სტუმარი – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: