#სახლისკენ - სტუდენტობისას დაწყებული ძველი და იშვიათი წიგნების სიყვარული, რომელიც დღემდე გრძელდება
გადაცემის სტუმარი, საქართველოს რადიოს ჟურნალისტი დავით პაიჭაძე გიამბობთ ბუკინისტური წიგნების მოყვარულთა რომელ კატეგორიას მიაკუთვნებს საკუთარ თავს; რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავად ბუკინისტები; რა უქმნის ყველაზე მეტ დისკომფორტს ბუკინისტური მაღაზიის კლიენტს; რატომ დაინტერესდა სტუდენტობისას ძველი წიგნებით და როდის, ან რა მიზეზით სტუმრობს ბუკინისტურ მაღაზიებს ახლა; იხსენებს გასული საუკუნის 80-იან წლებში ვერის ბაღში გახსნილ წიგნის ბაზარს და რით იყო მიმზიდველი იქ გასაყიდად გამოტანილი გამოცემები, ასევე რა სიურპრიზს შეიძლება გადაეყარო ბუკინისტთან ნაყიდ წიგნში და ძველი წიგნების მიწოდების გარდა რა მომსახურებას სთავაზობენ ისინი მოზრდილი საშინაო ბიბლიოთეკის მფლობელებს; რატომ აინტერესებთ დღემდე ადამიანებს ცოცხალი ურთიერთობა როგორც იშვიათ წიგნებთან, ასევე მათ გამყიდველებთან; რა განსაკუთრებული ხიბლი აქვს ლექსიკოლოგიურ ლიტერატურას, რომლის შეგროვებამაც ბოლო დროს გაიტაცა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: