საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის სამი გამარჯვებული პროექტი
1) სტარტაპი „გლიპერა“
GlyperA – პროექტის მიზანია, შეიქმნას ცხვირისთვის ანტიმიკრობული სპრეი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის დამატებით დაცვას ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისაგან.
სტუმარი: ვახო ფავლენიშვილი – სტარტაპ GlyperA-ს დამფუძნებელი.
2) პროექტი „ნეიროპილოტი“
NEUROPILOT – ეს არის პროფესიონალი სპორტსმენებისთვის შფოთვის მართვის უნიკალური საავტორო მეთოდის დანერგვა – ციფრული და ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით.
სტუმარი: მაია ცქიტიშვილი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროექტის ავტორი.
3) პლატფორმა „გოლდენგეითი“
GoldenGate – პროექტის მიზანია ონლაინ-იურისტის შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მოამზადოს, დაამტკიცოს, ხელი მოაწეროს და შეინახოს იურიდიული დოკუმენტები.
სტუმარი: თორნიკე აბაშიძე – პლატფორმა GoldenGate-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.
4) ლიანა მარქარიანის რუბრიკა „კიბერმოქალაქე“
BeReal ახალი აპლიკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
როგორ მოქმედებს სხვადასხვა სოციალური პლატფორმა ადამიანზე?
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: