#სახლისკენ - „Soft Eject“ შოუბიზნესს სოლო კონცერტით და ახალი დისკით უბრუნდება
„Soft Eject“ ქართული ფოლკ-როკ ბენდია, რომელიც 1990 წელს დაარსდა. უნიკალურმა მუსიკალურმა სტილმა და ინგლისურენოვანმა სიმღერებმა ჯგუფს მალევე მოუტანა პოპულარობა. 2017 წელს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ბენდი მსმენელის წინაშე ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე Tbilisi Open Air წარსდგა და რამდენიმე სხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა. ამჟამად „Soft Eject“ ახალ ალბომზე მუშაობს და 28 დეკემბერს Tbilisi Event Hall – ში ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სიმღერებთან ერთად ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებს.
სტუმარი: გიორგი ბულია – „ივენთ მენეჯმენტ“-ის წარმომადგენელი.