#სახლისკენ - შრომითი კოდექსის რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტი
შრომითი კოდექსის რეფორმის ფარგლებში შექმნილია კანონპროექტი, რომელიც შრომით ურთიერთობებს არეგულირებს. მისი მიზანია ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება და ევროპასთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია. კანონპროექტში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც შედის, როგორიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, მამების დეკრეტული შვებულება, სტაჟირების დროის რეგულირება, შრომითი ინსპექციის, მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სხვა. თემის დეტალებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, კანონპროექტის ავტორმა – დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: