მულტიმედია გამოფენა „მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“, რომელიც იმართება USAID/საქართველოს #ჩვენვართსაქართველო კამპანიის ფარგლებში, აღიარებული ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრების გარდა მოიცავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედია ლაბის სტუდენტების ნამუშევრებსაც და აჟღერებს საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ხმებს.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით სწორედ მათი რეალობის ამსახველ ერთ დიდ სურათს ქმნის.
სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი მუსიკის ავტორია ლიზა რივსი.
პარტნიორები: USAID/საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, „სტამბა“, საქართველოს ეროვნული არქივი, თბილისი ფოტო ფესტივალი, Ukiyo კრეატიული სააგენტო.
მულტიმედიური გამოფენა 18 მარტიდან 15 აპრილამდე გასტანს და მას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი უმასპინძლებს.
სტუმარი – ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი და გამოფენის ორგანიზატორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: