#სახლისკენ - „შავნაბადა“ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში ჩაერთვება
2019 წლის 9-10 ოქტომბერს, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით (ელჩი – ზურაბ ერისთავი), მექსიკის შეერთებულ შტატებში, სერვანტინოს (გუანახუატოს) რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. სერვანტინოს (გუანახუატოს) ფესტივალი ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მექსიკაში ანსამბლ „შავნაბადას“ გამგზავრების თაობაზე არჩევანი, თავად ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის, მექსიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივით გაკეთდა.
სტუმარი: ანსამბლი „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე.