#სახლისკენ - საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი
#სახლისკენ - საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი

გუსტავ ფლობერის „საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი“ მწერლის გარდაცვალების შემდეგ – 1911 წელს გამოქვეყნდა და ლიტერატურულ წრეებსა და მკითხველში, ცოტა არ იყოს, დაბნეულობაც კი გამოიწვია, რადგან ვერ მიხვდნენ, ფლობერი საკუთარ აზრებს უზიარებდა მკითხველს თუ საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ შეხედულებებისათვის მოეყარა თავი. იმის შესახებ, თუ რით არის ეს წიგნი განსხვავებული და როგორი იყო მწერლის რეალური თვალთახედვა მისი თანამედროვე პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ, გადაცემაში ტელეფონით ისაუბრა მთარგმნელმა – თინათინ ღარიბაშვილმა.