#სახლისკენ - საქმედ ქცეული იდეები I 09.11.2022
#სახლისკენ - საქმედ ქცეული იდეები I 09.11.2022

1) ფემინისტური საუბრები კაცებთან 

საფარის (ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია) პროექტი, რომელიც რეგიონების მცხოვრებ მოსახლეობაში ქალთა პრობლემებისადმი ცნობიერებისა და მგრძნობელობის ამაღლებას ისახავს მიზნად და გულისხმობს კაცებთან მუშაობას ტოქსიკური მასკულინობის ტრანსფორმაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს კაცების პასუხისმგებლობის დონისა და ზრუნვის ხარისხის ზრდას.

თანამედროვე ჯანსაღი მასკულინობის იდეა ტოქსიკური მასკულინობის წინააღმდეგ, როგორც გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია.

სტუმარი: გიორგი ურჩუხიშვილი – გენდერის მკვლევარი, პროექტის ხელმძღვანელი.

 

2) ფუნჯითა და საღებავებით გადმოცემული ნაფიქრალი ქართულ-უკრაინულ სასულიერო ურთიერთობების შესახებ 

ქართველი ხატმწერი ქალის მიერ შექმნილი ხატი, რომელიც ქართველი და უკრაინელი მოღვაწეების გადაკვეთის წერტილებს ასახავს და მასზე გამოსახულ რამდენიმე წმინდანში აერთიანებს ქართველი და უკრაინელი ხალხის საკმოდ დიდი ხნის ურთიერთობების ისტორიას

სტუმარი: თამუნა გოჩიაშვილი – მხატვარი, ხატმწერი.

 

3) თამარ დადიანიძის რუბრიკა „არტნიუსი

რეჟისორი დავით ფირცხალავა ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის – „A Long Break / დიდი შესვენება!“ საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

სტუმარი: დავით ფირცხალავა – რეჟისორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: