#სახლისკენ - საქართველოში „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ მიმდინარეობს
6 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“, რომელიც 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ტარდება. კონფერენციები, საჯარო ლექციები, სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტები, გამოფენები, სამეცნიერო შოუ, კონკურსები, ვიქტორინა და სხვა. თემის დეტალებზე გადაცემაში -„სახლისკენ“ ტელეფონით ისაუბრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ.