#სახლისკენ - საქართველოს რადიო განახლებული სახით 2019 წლის იანვრიდან დაუბრუნდება მსმენელს
საქართველოს რადიომ განახლების მიზნით გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო პროექტების მოსაზიდად. კონკურსი რამდენიმე ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც პროექტები შემოვიდა, უკვე დასრულებულია. შემოვიდა 131 პროექტი, მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, რომლის შემდეგაც მოხდება შერჩეული პროექტების ავტორებთან გასაუბრება. გასაუბრება გადაწყვეტს მათ ვინაობას, ვისაც დაევალება პილოტის ჩაწერა. საბოლოოდ გამარჯვებული პროექტები დაიკავებს საკუთარ ადგილს საქართველოს რადიოს ეთერში.
სტუმრები: ნიკოლოზ ცერცვაზე – საქართველოს რადიოს დირექტორი, გიორგი ბერიძე – პროექტების განვითარების მენეჯერი, რატი მელაძე – რადიოს საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი