#სახლისკენ - საქართველოს კინოაკადემიის „ლურჯ დარბაზში“ დღეს ახალი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება მოეწყო
#სახლისკენ - საქართველოს კინოაკადემიის „ლურჯ დარბაზში“ დღეს ახალი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება მოეწყო

საქართველოს კინოაკადემიისა და თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის თანამშრომლობით დღეს ახალი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება მოეწყო სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის).

ანიმაციურ ფილმებს არ აქვს ასაკობრივი ჩარჩო, ის ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველია ბავშვისთვისაც და მათთვისაც, ვინც რამდენიმე წუთით სიამოვნებით დაბრუნდებოდა ბავშვობაში.

სატელეფონო ჩართვა: მანანა ანასაშვილი, კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობის ხელმძღვანელი; ლალი კიკნაველიძე, თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის დირექტორი, ქეთი ჯანელიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; არჩილ სუმბაძე, ბაქსვუდის სკოლის დირექტორი; მამუკა ტყეშელაშვილი, ანიმაციის „მეთევზე და გოგონა“ რეჟისორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: