#სახლისკენ - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად დაფუძნდება
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც სამ სასწავლო კორპუსს, სამ სტუდენტურ საცხოვრებელს, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასადილოს მოიცავს. „უნივერსიტეტი მიიღებს რამდენიმე ათას სტუდენტს. რაც შეეხება სწავლის საფასურს, რადგან უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლის გადასახადი იქნება იგივე, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა ფონდი „ქართუ“ მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდება „ქართუს“ სტიპენდია“.
სტუმარი: უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე.