ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენატაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა. ღონისძიებას 120-მდე სტუმარი – ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, იაპონიის სომელიეთა ასოციაციის წევრები და სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც კენიჩი ოჰაში 3 საათის განმავლობაში ქართული ღვინის კულტურასა და ქართულ ღვინოს აცნობდა. გარდა ამისა, ტოკიოში ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ არაერთი ღონისძიება გაიმართა.
სტუმარი: ვერიკო კაპანაძე – ასოციაცია „ქართული ღვინის“ მარკეტინგის მენეჯერი.