1) რამდენიმე ეპიზოდი მსოფლიო ისტორიიდან, როცა კაცობრიობას ბირთვულ კატასტროფასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა
ბირთვული იარაღი, როგორც კონფლიქტების ცხელ ფაზაში გადაზრდის შემაკავებელი ფაქტორი;
დიდი და პატარა ბირთვული სახელმწიფოები;
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების დადებითი და საკამათო მხარეები;
შემთხვევები, როცა კაცობრიობას ბირთვულ კატასტროფასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა და მათი გამომწვევი მიზეზები.
სტუმარი: დავით ბრაგვაძე, ანალიტიკოსი, ისტორიკოსი
2) არა მხოლოდ სპორტული ინტერესისთვის დაფუძნებული სარაგბო კლუბი „სოხუმი“
სკოლის სპორტდარბაზში კალათბურთის ბურთით ნათამაშები რაგბით დაწყებული სიყვარული სპორტის ამ სახეობისადმი, ენთუზიასტი რეპორტიორის სტატუსით გაკეთებული „არალეგალური“ სიუჟეტი ცნობილ მორაგბეზე, სამოყვარულო ლიგაში მოსინჯული ძალები და მთაში ლაშქრობის დროს რაგბის პოპულარიზაციისთვის გადაღებული ფილმები და ზღვაზე ჩატარებული ვეტერანების შვილებისგან შემდგარი გუნდის შეკრება;
ზუგდიდის დევნილთა დასახლების ბავშვთა რაგბის კლუბი „სოხუმი“, რომელიც ბავშვების კულტურულ განვითარებაზეც ზრუნავს და სოხუმში რაგბის მატჩის ჩატარების იმედი.
სტუმარი: ლევან ჯობავა, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი
3) BIAFF – ბათუმის საავტორო კინოსფესტივალი
თანამედროვე კანადელი ქორეოგრაფის, მარი შუინარის შემოქმედება;
Kordz-ის (ალექსანდრე კორძაია) კონცერტი – „Kordz x Sakamoto“;
ნესტან ნენე კვინიკაძის წიგნის „პულოვერში“ წარდგენა და ქეთი მაჭავარიანის ფილმის „მზიური“ ჩვენება;
ბათუმის საავტორო კინოსფესტივალის შედეგები.
სატელეფონო ჩართვა: ზვიად ელიზიანი – კინოფესტივალის მენეჯერი
ავტორი: თამარ დადიანიძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: