#სახლისკენ - საარქივო ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში
21:02, 15.02.2022
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 2022 წლის 5-9 ოქტომბერს თბილისის საარქივო ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს ჩაატარებს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტები; თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გამოაგზავნონ 2022 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ეროვნული არქივში.
სტუმარი – საქართველოს ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: