#სახლისკენ - რეზო ჩხეიძე - 95
#სახლისკენ - რეზო ჩხეიძე - 95

8 დეკემბერს დაიბადა კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე – ავტორი მხატვრული ფილმებისა „მაგდანას ლურჯა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „ჯარისკაცის მამა“ და სხვა.

1963-1981 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, ხოლო 1973 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმს.

რეზო ჩხეიძე, როგორც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ხელმძღვანელი, ყოველთვის იყო ხელისუფალთაგან „შერისხული“ და „განკიცხული“ რეჟისორების ქომაგი და დიდი გულშემატკივარი. ეს მაშინ, როცა სერგო ფარაჯანოვს, როგორც ყოფილ პატიმარს – ახალნასამართლევსა და „სხვაგვარად მოაზროვნეს“, საერთოდ ჩამორთმეული ჰქონდა კინოში მუშაობის უფლება, ოთარ იოსელიანს კი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ… ამ ფონზე, ისინი რეზო ჩხეიძის პირადი მხარდაჭერით, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ იღებდნენ ფილმებს, რომლებიც დღეს მსოფლიო კინოს კლასიკას წარმოადგენს.“

სტუმარი: ოლიკო ჟღენტი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინოდოკუმენტალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: