6 სექტემბერს დასრულდა რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Covid-19-ის პანდემიის გამო წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ფესტივალი დაარსდა 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მისი ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ დამფუძნებელი – ნინელი ჭანკვეტაძე. თემის დეტალებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა – ნინელი ჭანკვეტაძემ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: