ხელოვნების არსის აბსოლუტური შეცნობა ან თანხვედრა რომელიმე თეორიასთან შეუძლებელია, რადგან ხელოვნება არ არის მხოლოდ გამოხატვის საშუალება, ის უფრო მეტია.
ამიტომ რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად განაპირობებს ხელოვანის მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზა, ყოფა, სულიერი ტრავმები მის შემოქმედებას.
ნიჭიერ ხელოვანს წარმოსახვის უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს. და მაინც – რა კვალი შეიძლება დატოვოს შემოქმედზე მისმა ცხოვრებამ და რა განაპირობებს „პროვოკაციულ“ ხელოვნებას?
სატელეფონო ჩართვა: ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელოვნების კრიტიკოსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: