#სახლისკენ - რამდენიმე შტრიხი საქართველოში მეფინაცვლების ჯგუფური პორტრეტისათვის
#სახლისკენ - რამდენიმე შტრიხი საქართველოში მეფინაცვლების ჯგუფური პორტრეტისათვის

საქართველოში მეფისნაცვლის დანიშვნით დასრულებული კავკასიის მთავარმმართებლების ეპოქა; გარუსებული, წარმოშობით ქართველი გენერალი, რომელიც მთავარმმართებლობისას განსაკუთრებული მონდომებით ემსახურებოდა იმპერიას და რომელსაც პატივმოყვარეობამ „თავი დააკარგვინა“;

სრული ძალაუფლებით აღჭურვილი მეფისნაცვალი, მიხეილ ვორონცოვი და დაპყრობილ ქვეყანაში რუსეთის იმპერიის სრული გავლენის დამყარების მისეული სტრატეგია, როგორც თანამედროვე ჰიბრიდული ომის ჩანასახი (რუსეთში სახელმწიფოს ხარჯზე უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნილი ქართველი თავადაზნაურების შთამომავლები, გეორგიევსკის ტრაქტატის გათვალისწინებით რუსეთის არისტოკრატიასთან გათანაბრებული დიდგვაროვნები და ა.შ.) და ვორონცოვის მმართველობის 10 წელი, როგორც რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ საქართველოს საბოლოოდ მოქცევის წარმატებული პროექტი;

ალექსანდრე მე-2-ის ნდობით აღჭურვილი ალექსანდრე ბარიატინსკის დანიშვნა მეფისნაცვლის პოსტზე, რომელსაც დროებით გრიგოლ ორბელიანი იკავებდა;

მიხეილ რომანოვი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, 20 წლის მანძილზე იყო მეფისნაცვალი და მე-19 საუკუნის ბოლოდან, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის მეფისნაცვლობის დროს გაძლიერებული რუსიფიკატორული პოლიტიკა.

სტუმარი – ბონდო კუპატაძე, ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: