#სახლისკენ - მოგზაურობა ლიტერატურისა და ისტორიის ლაბირინთებში I 21.09.2022
#სახლისკენ - მოგზაურობა ლიტერატურისა და ისტორიის ლაბირინთებში I 21.09.2022

1) მსოფლიო ლიტერატურის კურსი უფროსკლასელებისთვის და მწერალთა სახლის სხვა ახალი პროექტები

მწერალთა სახლი უფროსკლასელებს იწვევს საგანგებოდ მათთვის შექმნილ კურსზე, რომლის მიზანია, საშუალება მისცეს მოსწავლეებს, გაეცნონ მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ავტორებს, გაიღრმაონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, ასევე დაეხმაროს მათ ერთიან კონტექსტში გაიაზრონ ქართული და მსოფლიო ლიტერატურა.

სტუმარი: ლელა შუბითიძე – მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე, პროექტის კურატორი.

2) შორეულ ალეპოში გადახვეწილი ქართველი მხედართმთავრის ცხოვრებისა და მკვლელობის ამბავი

გარემოებათა გამო უცხოეთში გადახვეწილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი; მის პიროვნებასთან, ასევე მოღვაწეობასთან დაკავშირებული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები და შორეულ ალეპოში 1629 წლის 21 სექტემბერს მომხდარი თავდასხმა, რომელსაც მისი სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტუმარი: ბონდო კუპატაძე – ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.

3) თბილისის ფოტო-ფესტივალი

თბილისის ფოტო ფესტივალი – პოლონელი ფოტოგრაფის იუსტინა მელნიკევიჩისა და უკრაინელი ხელოვანების – ანდრიი დოსტლიევის და ლია დოსტლიევას კონცეპტუალურ ფოტო-პროექტებით.

სატელეფონო ჩართვა: ნესტან ნიჟარაძე – თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის დამფუძნებელი.

ავტორი: თამარ დადიანიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: