#სახლისკენ - ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულეს
ბაქოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოჭიდავეთა ასპარეზობები დასრულდა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, ისევე როგორც წინა დღეებში, მედლები დასკვნით დღესაც მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) იყოჩაღა, ბერძენ-რომაელებიდან კი – ნუკრი ბენიძემ (51 კგ). მათი მონაგარი ბრინჯაოს მედლებია.
ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ). მეორე დღეს თავისუფლებიდან ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა გუგეშაშვილმა (48 კგ) და დავით აბდალაძემ (60 კგ), ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით ასეთივე შედეგები ჰქონდათ ხვიჩა აბულაძესა (48 კგ) და ნიკა ბროლაძეს (60 კგ). ჩვენს ეთერში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ მოჭიდავეთა გამოსვლას, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხვიჩა ქორიძე შეაფასებს.