#სახლისკენ - „ქანქარის პრინციპი ფსიქიატრიაში“
#სახლისკენ - „ქანქარის პრინციპი ფსიქიატრიაში“

საღამოს 7 საათზე ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მოეწყო შეხვედრა თემაზე „ქანქარის პრინციპი ფსიქიატრიაში“, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ განსხვავებული მიდგომები, პარადიგმების ცვლილებებსა და რყევაზე იზოლაცია თუ ანტიფსიქიატრიული პოლუსები. შეხვედრის ერთ-ერთი სპიკერი, ილიაუნის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი შეხვედრამდე 20 წუთით ადრე ჩაერთო გადაცემას „სახლისკენ“ და ისაუბრა ფსიქოტრავმის კვლევების შესახებ. ჯანა ჯავახიშვილი პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტად სულ ახლახან აირჩიეს.