#სახლისკენ - ქალბატონები სურვილის შემთხვევაში D მართვის მოწმობის მფლობელები გახდებიან
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაციას სთავაზობს. პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა. გადაცემის „სახლისკენ“ სტუმარმა, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის გამგეობის წევრმა ზურაბ ბაბუციძემ განგვიმარტა, რომ მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ ავტობუსის მართვასთან დაკავშირებული თეორიული მასალა, გამოიმუშაონ საჭირო პრაქტიკული უნარები და მიიღონ ყველა ის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ავტობუსის მძღოლად მუშობისთვის. როგორიცაა პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა. სასწავლო კურსი გათვლილია 25 ქალისთვის და კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ. ასე, რომ ქალბატონები სურვილის შემთხვევაში გახდებიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული D მართვის მოწმობის მფლობელები