„მე ვეძებ ორ ბგერას, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი“ – მოცარტის ამ ფრაზით ცხადი ხდება, თუ რა დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს შემსრულებელი, რომ ამ ბგერების ერთმანეთთან დამოკიდებულება, კომპოზიტორის განცდები მსმენელამდე მიიტანოს.
ამდენად, საშემსრულებლო ხელოვნება, მით უმეტეს პიანისტის ხელოვნება აღქმაზე, გულწრფელობაზე, შემოქმედებით აზროვნებაზე, სიყვარულზე, დაუღალავ შრომასა და მოტივაციაზეა დაფუძნებული.
რა არის ახალგაზრდა პიანისტის მთავარი მოტივაცია და რატომ აირჩია მან ეს პროფესია?
სატელეფონო ჩართვა: გიორგი გრძელიძე, პიანისტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: