14 დეკემბერს იხსნება გამოფენა „დღესასწაულები ძველ თბილისში“, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დედაქალაქში ჩატარებული ღონისძიებებისა და ტრადიციული დღესასწაულების შესახებ. გამოფენა საუკუნის წინანდელი პრესის მასალების საფუძველზე მომზადდა. თემის დეტალებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას პროექტის ავტორმა, მედიის მკვლევარმა – ანა ბაქანიძემ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: