#სახლისკენ - პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინარს მასპინძლობს
13-14 თებერვალს პირველი არხი თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) რეგიონულ კონფერენცია-სემინარს – „ციფრული ტრანსფორმაცია“ უმასპინძლებს. სემინარში მონაწილეობას 10 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მიიღებენ.
სტუმრები: რადკა ბეთჩევა – ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი; ვასილ მაღლაფერიძე – პირველი არხის გენერალური დირექტორი; თინათინ ბერძენიშვილი – პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.