1.„მეორადი ჰომეროსი (ინდმეწარმე და სხვა ლექსები)” – რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ჯიმშერ რეხვიაშვილის პოეტური კრებული, რომელშიც ავტორის „ალტერ ეგომ“, დათო ქარდავამ მის მიერ თბილისის კვლევისას დაწერილი წერილებისა და წიგნების, სხვადასხვა ღონისძიებებზე მის შესახებ წარმოთქმული სიტყვები, მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა პოეზიად გარდაქმნა. ჯიმშერ რეხვიაშვილის პროზაული კრებულები დათო ქარდავას ფსევდონიმით, სხვადასხვა წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მფლობელი და „საბას“ ნომინანტი იყო. წიგნი Ziari Press-მა გამოსცა.
2. „კვებითი შუქნიშანი“ – პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმის“ წამყვანის, მარი მალაზონიას წიგნი კვებაზე, რომელიც ჭამაზე გაცილებით მეტია. „… კვება ასაზრდოებს და ზრდის სიცოცხლეს, რომ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაში ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს. ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება ხან ერთიანია, ხანაც ერთმანეთისგან გამიჯნული. წიგნი კვებაზე არის საზრდო–საზრდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიცოცხლის ზრდაში პოულობს ცხოვრებას.“ ექიმ მარი მალაზონიას კვებითი რჩევების შუქნიშანი წიგნად „ინტელექტმა“ გამოსცა და მისი პრეზენტაცია 24 ივნისს „სტამბაში“ გაიმართება.
სტუმრები – რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი და პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი“ წამყვანი, ექიმი მარი მალაზონია (სატელეფონო ჩართვები)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: