#სახლისკენ - ოპერა კინოჩარჩოში
#სახლისკენ - ოპერა კინოჩარჩოში

ხმოვანი კინოს გაჩენასთან ერთად ჩასახული საოპერო ნაწარმოებების ეკრანზე გადატანის ინტერესი და ფილმები, რომლებმაც ბიძგი მისცა კლასიკური ოპერის ეკრანიზაციის ტრადიციის განვითარებას; ეიზენშტეინის გადაღებული, კრიტიკოსების მიერ საოპერო ფორმის ფილმად მიჩნეული ფილმი, რომელმაც ე.წ. კლასიკური ოპერის მეინსტრიმი შექმნა კინოში და დიდი ფრანგი მხატვრის არანაკლებ დიდი კინორეჟისორი შვილის წვლილი საოპერო ნაწარმოებების ეკრანიზაციის ისტორიის „ოქროს ხანაში“; „მოსაწყენი“, ან „გაწელილი“ საოპერო არიები, რომლებიც კინოში ტრანსფორმირების წყალობით საინტერესო გახდა და ჟან პიერ პონელი, რომელმაც კრიტიკოსთა აზრით კინოოპერის ენის შემქმნელად არის მიჩნეული; ოპერების ეკრანიზაციის წარუმატებელი ნიმუშები და მიზეზები, რის გამოც კლასიკური ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმები ჩავარდა; კინორეჟისორი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი კინოოპერა არ გადაუღია, თავის ფილმებს საოპერო ჟანრის თავისებურებების გამოყენებით ქმნიდა და მისი მოსწავლე, რომელიც არამარტო საოპერო დადგმების დიდოსტატად ითვლება, არამედ შედევრებად აღიარებული ფილმოპერების ავტორია; ინგმარ ბერგმანი და შვედურ ენაზე ამღერებული „ჯადოსნური ფლეიტის“ პერსონაჟები; ფილმი ოპერა „არია“ რამდენიმე კინორეჟისორის მიერ ეკრანიზებული ცალკეული არიებით სხვადასხვა ოპერებიდან; გადასაღებ მოედნად ქცეული ქალაქის ქუჩები, პუჩინის „ბოჰემის“ პერსონაჟები, რომლებსაც კინოკამერა დაჰყვება და თანამედროვე რეჟისორები ახალი ფორმების ძიებაში;

სტუმარი – დავით ბუხრიკიძე, კულტურის კრიტიკოსი, ჟურნალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: