„ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ თურქეთსა და უკრაინასთან თანამშრომლობით, იწყებს რეგიონულ პროგრამას „მუზეუმი კედლების გარეშე“. პროგრამა წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს ინტერნეტ -კავშირი. პროგრამის მიზანსა და მნიშვნელობაზე გადაცემის სტუმარი, ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი – მაია დარჩია საუბრობს.