#სახლისკენ - ნოემბერი - გალაკტიონის, მეცნიერების და კირიონ II -ის თვე I 10.11.2022
#სახლისკენ - ნოემბერი - გალაკტიონის, მეცნიერების და კირიონ II -ის თვე I 10.11.2022

1) გალაკტიონი – 131

ვსაუბრობთ გალაკტიონის კვლევის ცენტრის პროექტებსა და სიახლეებზე;

წიგნზე – „გალაკტიონი უცენზუროდ“, რომელიც წელს გამოიცა და ბესტსელერად იქცა.

სტუმარი: ნათია სიხარულიძე – გალაკტიონოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი.

 

2) 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს UNESCO-ს ეგიდით მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რის მთავარ მიზანსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა და მისი უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება წარმოადგენს.

სტუმარი: მიხეილ ჭაბუკაშვილი – საქართველოს პირველი არხის სამეცნიერო ჟურნალისტი.

 

3) 10 ნოემბერს კირიონ II დაიბადა

თავისი ერისა და ეკლესიის ქომაგს, ისტორიკოსს, სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს, სრულიად საქართველოს პირველ კათოლიკოს-პატრიარქს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917-1918) კირიონ II -ს რუსეთის მთავრობა მუდმივად ავიწროვებდა, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს.

ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს, რომელმაც კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

რა წვლილი მიუძღვის კირიონ II- ს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში და რა ვერსიები არსებობს მისი მკვლელობის შესახებ?

სტუმარი: გვანცა ბურდული – ისტორიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პერსონალი.

 

4) ლიანა მარქარიანის რუბრიკა „კიბერმოქალაქე

რას გვიმზადებს 2023 წელი და როგორ იქმნება ახალი კიბერსამყარო?

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ექნება რადიკალურ ცვლილებებს?

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: