კვება ნაახალწლევს: ახალი წლის დღეებში ზომაზე მეტი საკვების მიღება გვიწევს და არც ცხიმიან, ცხარე, მაღალკალორიულ კერძებსა თუ ალკოჰოლს ვერიდებით,რაც ორგანიზმისთვის ზედმეტი დატვირთვაა.როგორ გადავეწყოთ კვების ჩვეულ რეჟიმზე დღესასწაულების შემდეგ და რა სახის განტვირთვა უნდა მოვიწყოთ? – მოისმენთ ენდოკრინოლოგის რჩევებს;
საახალწლო შვებულება პანდემიურად: ცნობილია, რომ შვებულების შემდეგ ბევრს ადამიანს ცხოვრების ჩვეულ რიტმთან შეგუება უჭირს. რა არის ამის მიზეზი, როგორ დავძლიოთ ზოგადად შვებულების შემდგომი განწყობა და პანდემიური „შვებულების“ სტრესი? – შეიტყობთ ევროპული ცენზის გეშტალტთერაპევტის მოსაზრებებს;
ამბები ძველი ქართული პრესის ფურცლებიდან: რაზე წერდა ქართული პრესა ზუსტად 100 წლის წინ, იანვრის დღეებში – რა პოლიტიკური ვითარება იყო იმხანად საქართველოში, რა ღონისძიებები ტარდებოდა, როგორ უმკლავდებოდნენ ეპიდემიას და რით ეხმარებოდნენ ქართულ ჯარს? – გაიგებთ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის საუბრიდან. მუსიკალური აღლუმი ფსიქოლოგების რეკომენდაციით: რა მოვისმინოთ დიეტის დროს?
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: