გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც წონის კორექციის მიზნით ადამიანები განსაკუთრებულად აქტიურდებიან და ბევრი მიიჩნევს, რომ დიეტების დაწყება წელიწადის ამ სეზონზე ბევრად უფრო ეფექტურია. რა უნდა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დაწყების დროს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა ვიკვებოთ – ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გადაცემაში „სახლისკენ“ ენდოკრინოლოგმა თამარ ჩადუნელმა უპასუხა.