გულის ფორმის „სიყვარულის“ ჩანჩქერი, ნატიფი ჩუქურთმებით მორთული ნიკორწმინდა, ბარაკონი, ლაბეჭინა, ისტორიული ციხე-სიმაგრეები – ეს ამბროლაურია, შესანიშნავი ადგილი ბუნებაში დასვენებისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის. იქაურ ყინულოვან მღვიმეებში თაკარა ზაფხულშიც კი იპოვით სასიამოვნო სიგრილეს. რა მდგომარეობაა დღეს ამბროლაურის ტურიზმში? – ამ თემაზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ამბროლაურის აიპი ტურიზმის ცენტრის დირექტორმა – ლერი გელოვნიშვილმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: