#სახლისკენ - თბილისური ვარიაციები სენის სანაპიროსთან „დაბადებული“ ძველი საქმიანობისა და ტერმინის თემაზე
- FM ნავიგატორი – კორონავირუსისგან დამცავი საშუალებების ეფექტურობის დასადგენად გერმანელი მეცნიერების მიერ ჩაფიქრებული სარისკო ექსპერიმენტი, რომელსაც ხალხმრავალ კონცერტებზე ჩაატარებენ; კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ტენეტის“ პრემიერა ისევ გადაიდო; გადაინაცვლებს თუ არა COVID-19-ის პანდემია „გრეის ანატომიის“ ახალი სეზონის სცენარში; საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში „BIOMED-2020“, ეპიგრაფით – „ყველაფერი კოვიდზე“.
- ბუკინისტიკის სათავეებთან და ახალგაზრდა ქართველი ბუკინისტის ისტორია.
- სტუდენტობისას დაწყებული ძველი და იშვიათი წიგნების სიყვარული, რომელიც დღემდე გრძელდება.
- მუსიკალური კალენდარი – ერთი სიმღერის გამორჩეული ისტორია: შემსრულებლის კარიერაში ყველაზე წარმატებული ჩანაწერი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსის გამო დღემდე კამათობენ, მსმენელისათვის მსოფლიოს პოპმუსიკის კულტურის სიმბოლოდ იქცა. ჯგუფი The Eagles და Hotel California.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
