პრინცი არჩილ გურიელი-ჭყონია, ჯორჯ კობი, პრინცი მაჩაბელი – გასული საუკუნის ნიუ-იორკში მათმა ბრენდებმა შოკში ჩააგდო ამერიკული ელიტა.
ქართველმა მეწარმემ ჯორჯ კობმა (იგივე გრიგოლ კობახიძემ) ამერიკელებს თავისი გენიალური გამოგონებით – ნაძვის ხის მინის სათამაშოებით და ელექტროსანთლებით ლამაზი და უსაფრთხო „შობა აჩუქა“, მისსავე საწარმოში მზადდებოდა ფლაკონები „სუნამოს პრინცის“ – გიორგი მაჩაბლის არაჩვეულებრივი პროდუქციისთვის, რომლის სურნელებაც ყველა გლამურული წვეულების თანამდევი იყო; პრინცმა არჩილ გურიელმა-ჭყონიამ კი მეუღლესთან, ჰელენა რუბინშტეინთან ერთად NYC-ის ისტორიულ ცენტრში, Wall Street-ზე The House of Gourielli – მსოფლიოში პირველი მამაკაცის მოდის სახლის დააფუძნა.
სტუმარი: მზეხა მახარაძე – ჟურნალისტი, მკვლევარი, პიარ-მენეჯერი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: