#სახლისკენ - მეიქათონი „იდეიდან ბიზნესამდე“ - გლობალური მეწარმეობის კვირეული
დღეიდან სტარტი აიღო გლობალური მეწარმეობის კვირეულმა, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, მათში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. 2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. 12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
სტუმარი: გოგა საათაშვილი – ილიაუნის ფაბლაბის ტექნიკური ექსპერტი, გლობალური მეწარმეობის კვირეულის თანაორგანიზატორი.