„ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. დედა პიანისტია, ხოლო მამა – თუმანიშვილის თეატრის მსახიობი. სკოლის დასრულების პერიოდში ნოდარ ანდღულაძის ჯგუფში ვსწავლობდი, თუმცა კონსერვატორიაში მაშინვე არ ჩამიბარებია – თავიდან ჟურნალისტიკა ვარჩიე, რადგან ვფიქრობდი, რომ შემდეგში ჩემს მუსიკალურ საქმიანობაში გამომადგებოდა. კონსერვატორიის შემდეგ სწავლა იტალიაში განვაგრძე, მერე იყო პეტერბურგის მარინიის თეატრი; მუდმივად ვესწრები მასტერკლასებს სხვადასხვა ქვეყანაში. 13 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერაა – „ბედის ძალა“, სადაც ვმღერი“.
სტუმარი: მარიამ ბარათაშვილი, მეცო-სოპრანო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: