„მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა V-VI კლასელებისთვის“ პირველი არხი – ტელესკოლის პროექტია და ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – უფასოდ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
ოლიმპიადა სტარტს ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე აიღებს, ყველა გამარჯვებულს პრიზი გადაეცემა.
დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რით არის მნიშვნელოვანი ამ ოლიმპიადის ჩატარება, რამდენი მოსწავლეა დარეგისტირებული, როგორ წარიმართება კონკურსი და რა უნდა გაითვალისწინონ ოლიმპიადის მონაწილეებმა.
სტუმრები: თემუკა მოსულიშვილი, აპლიკაცია 1TVPlay-ს მენეჯერი; კოტე კუპატაძე, „ტელესკოლის“ მათემატიკის მასწავლებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: