#სახლისკენ - მარტის გაცილება
#სახლისკენ - მარტის გაცილება

მარტის „გამოსამშვიდობებელი“ საღამო თბილისში ყოველწლიურად მარტის ბოლო დღეს იმართება. პროექტის ავტორია პოეტი ბაჩო რამიშვილი, რომელიც წლევანდელ ღონისძიებას ახალი ლექსებითა და მუსიკით ხვდება. გადაცემას „სახლისკენ“ ეწვია თავად ბაჩო რამიშვილი და ასევე მიშიკო რამიშვილი, რომელიც ბ.ნ ოთარ რამიშვილის ვაჟი და ცნობილი ადვოკატია. მათ ისაუბრეს დაგეგმილი საღამოს შესახებ და ოთარ რამიშვილის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის საკუთარი ვერსია შეასრულეს.