27 დეკემბერი მარლენე დიტრიხის დაბადების თარიღია.
გარდა იმისა, რომ ეს, როგორც რემარკმა უწოდა, „ფოლადის ორქიდეა“ არაჩვეულებრივი მომღერალი და მსახიობი იყო, მას ჰქონდა საკუთარი, უნიკალური სტილი, რამაც 30-იანი წლების ქალთა მოდა განსაზღვრა.
როდესაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, დიტრიხმა უარი თქვა გერმანიაში დაბრუნებაზე – 1939 წელს მან ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.
რა იყო მნიშვნელოვანი დიტრიხის სამსახიობო კარიერაში და რატომ იწვევს მისი პიროვნება დღემდე აღფრთოვანებას?
სტუმარი: დიანა მაღლაკელიძე, კინომცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: