#სახლისკენ - ლიტერატურაზე საუბრის თანხლებით I 12.10.2022
#სახლისკენ - ლიტერატურაზე საუბრის თანხლებით I 12.10.2022

1) ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ 2022 

ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ 2022, რომლის ფინალში მოსახვედრადაც მონაწილეობის მსურველებმა ჟიურის უნდა წარუდგინოს 3-5 გვერდიანი ფობიოგრაფია, სადაც მაქსიმალურად კრეატიულად და მხატვრულად იქნება აღწერილი ავტორის შიშები და მათთან დაკავშირებული ემოციები;

საუკეთესო 7 ფინალისტი კი ერთ ღამეს გაატარებს მწერალთა სახლის ისტორიული შენობის „ტყვეობაში“ და საინტერესოდ მოთხრობილი საშიში ან ფანტასტიკური ამბების წერაში შეეჯიბრება ერთმანეთს;

ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ქართული ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სტუმარი: ზაზა კოშკაძე – მწერალი, ფესტივალ „ინსომნიას“ ორგანიზატორი და დამფუძნებელი

 

2) წიგნი – მეგზური ინფორმაციული ქაოსით თავ-გზააბნეულებისათვის

რაზე მოგვითხრობს წიგნი „ეს არ არის პროპაგანდა – მოგზაურობა ომში რეალობის წინააღმდეგ“, რომლის ავტორი, პიტერ პომერანცევი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ასევე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი, ცნობილი მწერალი, სატელევიზიო პროდიუსერი, დეზინფორმაციასა და მედიის საკითხებზე ფართოდ ციტირებული ექსპერტია;

წიგნი ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების „პროექტის“ საზოგადოების მედეგობის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი პრეზენტაცია 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

სტუმარი: ნინი გვილია – სამართლიანი არჩევნების (ISFED) პროექტის ოფიცერი

 

3) „დედა კურაჟი“ – პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

  • ფესტივალ „საჩუქარის“ 25-ე საიუბილეო სეზონი;
  • ბერტოლტ ბრეხტის „დედა კურაჟის“ პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრში; (ინტერვიუ რეჟისორ გაგა გოშაძესთან).

ავტორი. თამარ დადიანიძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: