#სახლისკენ - ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარის“ კამპანიის მონაწილეა
ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერია საქართველოს პირველი არხი, მონაწილეობა მიიღო „ოსკარის“ კამპანიაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ლოს-ანჯელესში და ითვალისწინებს ჩვენებების გამართვას, სხვადასხვა პუბლიკაციის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ ლევან კოღუაშვილის ამ ახალმა მხატვრულმა ნამუშევარმა უკვე მოახერხა საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატების მიღწევა – ნიუ-იორკში შემდგარი მსოფლიო პრემიერის შემდეგ ტრაიბეკას კინოფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
გადაცემის სტუმარმა, კინოკომისიონერმა დავით ვაშაძემ, რომელიც ასევე ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, ამერიკული შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: