#სახლისკენ - ლეკების მიერ დავით გურამიშვილის გატაცების განსხვავებული ამბავი
დავით გურამიშვილის თანამედროვე საქართველოს მდგომარეობა, რომელმაც ტრაგიკული დაღი დაასვა მის ცხოვრებას და ტრაგიზმი, რომელსაც პოეტის ყოფასა და შემოქმედებას შორის დისჰარმონია განაპირობებს;
იმ დროს გარეშე მტრით გარშემორტყმული ქვეყანა და შინააშლილობა, როგორც „შუშანიკის წამებაში“ აღწერილი ვითარების გამეორება;
ვახტანგ VI-თან პოლიტიკურად დაპირისპირებილი ლამისყანელი ნიკოლოზ გარაყანისძის ასულ ქეთევანზე ქორწინება 19 წლის ასაკში და სიმამრის ოჯახში პოლიტიკური შეხედულებების გამო არასასურველ ხიზნად ქცეული სიძე;
გარაყანიძეების ოჯახური გადმოცემა, რომელიც ორ მხლებელთან ერთად წყაროზე წყლის დასალევად ჩასული პოეტის თხუთმეტი ლეკის მიერ გატაცების სულ სხვა ვერსიას გვიყვება და საშველად გაგზავნილი მდევარი, რომელიც გამტაცებლებს სხვაგან ეძებდა;
ოჯახის მიერ ქეთევანის მეორედ გათხოვების განზრახვის პასუხად ქალის თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე და სტრიქონები, რომლებიც პოეტმა, სავარაუდოდ, ამ მოვლენას მიუძღვნა;
„დავითიანში“ მოთხრობილი გაქცევის პირველი წარუმატებელი მცდელობა, ტყვეობიდან თავის დაღწევის მეორე ცდა და შეხვედრა ძმასთან ვსესვიატსკოეში;
საქართველოში დაბრუნებასა და რუსეთის იმპერიის არმიაში სამსახურს შორის არჩევანი, რომლის გაკეთებაც დავით გურამიშვილს ვახტანგ VI-ის გარდაცვალების შემდეგ მოუხდა;
22 წლიანი სამხედრო სამსახური რუსის ჯარში, უკრაინაში დასახლებული პოეტის მეორე ქორწინება;
საბჭოთა კავშირში საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ დადასტურებული 87 წლის ასაკში გარდაცვლილი დავით გურამიშვილის სამუდამო განსასვენებლის ნამდვილობა, პოეტის საფლავთან მუხლმოყრილი შალვა დადიანის მიერ მიმობნეული ილიას, აკაკის, ვაჟას, ბარათაშვილის საფლავების მიწა და მირიან ბატონიშვილისთვის სამშობლოში გამოტანებული, ავტორის ხელით დაწერილი „დავითიანი“, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
სტუმარი – საბა მეტრეველი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, არტკრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: