აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობისას მიქასთან გასწორებული თბილისური ბანიანი სახლები, ქარვასლები, ბაზრები და მოგვიანებით ხელახლა გაშენებული, დროთა განმავლობაში, კვლავ კონტრასტულ და მრავალეროვან დედაქალაქად ქცეული თბილისი; კლასიცისტური, მავრიტანული, გოთური, ბაროკალური, რენესანსული, ეკლექტური თუ მოდერნული ყაიდის შენობები აზიური ხასიათის ელემენტებით და XIX საუკუნის დასაწყისში, შეიქმნილი გერმანული დასახლებები ნოი ტიფლისი და ალექსანდერსდორფი; გამორჩეული თბილისური შენობები და მათი ბინადრების ტრაგიკული ისტორიები; დღევანდელი ძველი თბილისის ურბანული სახე, როგორც კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურულად განსხვავებული ადამიანების თანაცხოვრების შედეგი.
სტუმარი – გიორგი ნონიაშვილი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მკვლევარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: