#სახლისკენ - კარგი ამბები რთულ დღეებში გასახსენებლად და გასამხნევებლად
20:12, 18.09.2020
FM ნავიგატორი – როდის დაბრუნდება „გრეის ანატომია“ მე-17 სეზონით, რომელსაც სერიალის თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან, შედგება თუ არა მისი ქროსოვერი სერიალ Station 19-თან და აისახება თუ არა კორონა პანდემია პოპულარულ სამედიცინო ტელე შოუში; 6 ემის მფლობელი ბრაიან კრენსტონი მონაწილეობას მიიღებს ახალ ტელე შოუში Your Honor (თქვენო ღირსებავ), რაზე მოგვითხრობს სერიალი და როდის შედგება მისი პრემიერა; ასევე გაიგებთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტესლას მანქანების ავტოპილოტის გამოყენებას უპასუხისმგებლო მძღოლების მიერ; ბონ ჯოვის ახალი სიმღერა Do What You Can, რომელიც ჯენიფერ ნეტლთან ერთად ჩაწერა და მიუძღვნა პანდემიის გამო ნიუ-იორკის დაცარიელებულ ქუჩებს.
რა ცვლილებების შეტანა მოუხდათ ორგანიზატორებს თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ფორმატში საიმისოდ, რომ ზეიმი, რომელსაც წიგნის მოყვარულები გაზაფხულიდან მოყოლებული ელიან და რომელიც ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო კიდევ ერთხელ დადგა ჩაშლის საშიშროების წინაშე, ბოლოს და ბოლოს მაინც შემდგარიყო;
„ჩვენი ბავშვობის წიგნები“ – რა წიგნებს კითხულობდნენ სხვადასხვა თაობის ადამიანები ბავშვობაში, რას სწავლობდნენ ამ წიგნებიდან, რა ემოციებს აღძრავდნენ ისინი წაკითხვისას და როგორ აფასებენ წიგნის წაკითხვით ბავშვობაში მიღებულ შთაბეჭდილებას ზრდასრულობისას;
მუსიკალურ კალენდარში შეიტყობთ მუსიკოსების მიერ სხვადასხვა დროს დამყარებული 10 პროფესიული რეკორდის შესახებ: ვინ შეასრულა ყველაზე უხვსიტყვიანი სიმღერა, რომელია ყველაზე ხშირად გადამღერებული კომპოზიცია, როდის და სად გაიმართა ყველაზე ხალხმრავალი კონცერტი და ა.შ.
აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიები თორნიკე ბერიშვილთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: