დანტე ალიგიერი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პოეტად არის აღიარებული.
მისი „ღვთაებრივი კომედია“, რომელშიც ავტორი უბადლო მხატვრული ოსტატობით გადმოგვცემს შუა საუკუნეების ფილოსოფიურ, ისტორიულ თუ თეოლოგიურ მსოფლმხედველობას, გენიალური პოეტური ქმნილებაა და მკითხველს დღესაც ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს, როგორსაც XIV საუკუნეში – თავის თანამედროვეებს.
სტუმარი: სანდრო ჩემინავა – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი, ფილოლოგი, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მთარგმნელი – აკადემიკოს გიორგი ბუხნიკაშვილთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: